Back

ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში“

ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში“

ევროპის საბჭომ წარმოადგინა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერის პროექტი. პროექტის მიზანია, ქართველი პარტნიორების მხარდაჭერა  ადგილობრივი მექანიზმების გაუმჯობესებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ,  იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და რუსეთის ფედერაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ტიგრან კარაპეტიანმა.    

ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის საბჭოს და სახელმწიფო სტრუქტურების წამომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და ევროპული კონვენციის მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა სტანდარტების ეფექტიანი განხორციელების მექანიზმები.

პრეზენტაცია განხორცილედა ევროპის საბჭოს პროექტის „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში“ ფარგლებში.