Back ერთობლივი ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე

ერთობლივი ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე

4-5 ივნისს ევროპის საბჭომ ჩაატარა ერთობლივი ტრენინგი პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე.

ღონისძიება მიზნად ისახავდა გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი მიდგომის შემუშავებას. ტრენინგზე ყურადღება დაეთმო პროკურორებისა და გამომძიებლების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას, რათა უფრო ეფექტიანად შეძლონ სიძულვილისა და დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ამ მიმართულებით ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული გამოწვევები, სიძულვილისა და დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო ინსტრუმენტები და მიმოიხილეს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების გზები.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტისდისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ.

4 ივნისი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page