Back ერთობლივი მინისტერიალური განცხადება ჰომოფობიასთან, ლესბოფობიასთან, ბიფობიასთან, ტრანსფობიასა და ინტერსექსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT)

ყოველთვის ერთად მრავალფეროვნებისთვის
გაცემულია ანდორის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია ჰერცოგოვინის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტას, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სლოვენიის შვედეთის, შვეიცარიის და გაერთიანებული სამეფოს მიერ
ერთობლივი მინისტერიალური განცხადება ჰომოფობიასთან, ლესბოფობიასთან, ბიფობიასთან,  ტრანსფობიასა და ინტერსექსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT)

დღეს, 2023 წლის 17 მაისს, აღვნიშნავთ ჰომოფობიასთან, ლესბოფობიასთან, ბიფობიასთან,  ტრანსფობიასა და ინტერსექსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას, უზრუნველვყოთ ეფექტური თანასწორობა და ადამიანის უფლებებისა და ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის ღირსების დაცვა.

ჩვენ  ერთად, მზად ვართ ვაღიაროთ და გამოვეხმაუროთ ლგბტი+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის, ძალადობისა და სიძულვილის შემთხვევებს ჩვენს კონტინენტზე და მის მიღმა, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.

ჩვენ ვცდილობთ ვაშენოთ ევროპა, რომელიც თანაბარი მონაწილეობის პრინციპს ეფუძნება, სადაც პატივს სცემენ   მრავალფეროვნებას, სადაც ყველა ადამიანის უფლება რეალიზებულია და ადამიანები სამოქალაქო პროცესში მონაწილეობენ სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის,   გამოხატვის და სქესობრივი მახასიათებლების მიუხედავად.

ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა და დაცვა მთელი კაცობრიობის საერთო კეთილდღეობას ემსახურება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ მთელი საზოგადოების სარგებელია.  

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის თანახმად, უმრავლესობის თანხმობის საჭიროება უმცირესობების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების სარგებლობის თაობაზე, შეუთავსებელია კონვენციის ძირითად ღირებულებებთან. 

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროპის საბჭოს აქვს მოწინავე როლი  ლგბტი+ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარების საქმეში. ორგანიზაციას მნიშვნელოვანი მისია აკისრია  ამ სფეროში შიდა რეფორმების მიმართულებების განსაზღვრისა მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ, ასევე პატივს ვცემთ  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და მის პრეცედენტულ სამართალს, რომელიც იყო და არის გადამწყვეტი ამ მიმართულებით. ამასთან, ჩვენ ვაღიარებთ უკანასკნელ ათწლეულში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების   ჩართულობისა და მმართველობის შედეგია. ეს პროცესი თანასწორობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ  მსოფლიოში თვალსაჩინო უკუსვლით ლგბტი+ უფლებების მიმართულებით. ეს ტენდენცია  ასაზრდოებს დეზინფორმაციას, ცრურწმენებს, სტიგმატიზაციასა და ლგბტი+ ადამიანთა მიმართ სიძულვილს.  მნიშვნელოვანია, რომ დავუპირისპირდეთ ამ ფენომენს, რომელიც   საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ლგბტი+ პირთა მიმართ გამოხატულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას ხშირად ახლავს მრავლობითი და ინტერსექციური დისკრიმინაციის ფორმები, რაც გავლენას ახდენს პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე, განათლების, დასაქმების, საცხოვრისისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე,   და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილებებზე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ევროპის საბჭოსა და მის მინისტრთა კომიტეტს, ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ევროპის ქვეყნებს, განაახლონ და დაადასტურონ თავიანთი ვალდებულებები ლგბტი+ თანასწორობის ხელშეწყობის მიმართ მთელ ევროპაში. ეს მოითხოვს ძლიერ, ერთიან  პასუხს მზარდ უკურეაქციაზე ლგბტი+ პირთა უფლებების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ  გაძლიერებული და მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ასპარეზზე და განვავითაროთ ადამიანის უფლებათა სტანდარტები, მხარი დავუჭიროთ მონაწილეობაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც   ლგბტი+ ადამიანთა მრავლობით და ინტერსექციურ გამოწვევებს გაუმკლავდება.

17 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page