Back სახალხო დამცველის ოფისისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა ერთობლივი შეხვედრა

სახალხო დამცველის ოფისისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა ერთობლივი შეხვედრა

ორდღიანი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 21-22 თებერვალს წინანდალში გაიმართა, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. სხა აქტუალურ თემებთან ერთად, მათ ასევე იმსჯელეს არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის, პოლიციის ოფიცრების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო ქმედების, საჭირო ინფორმაციის მიღების მექანიზმების, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებული სირთულეების, სხვა საგამოძიებო სტრუქტურებთან საუკეთესო კოორდინაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომელიც მუშაობს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებზე; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე; პოლიციის არამართლზომიერი ქმედებების საპასუხოდ ქმედით სამართლებრივ მექანიზმებზე და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებაზე.

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

21-22 თებერვალი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page