Back შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა საკითხებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების სპეციალიზაცია  არასრულწლოვანთა საკითხებში

15-17 ივლისს ევროპის საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის 3 დღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ცოდნა გაიღრმავეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი;  ასაკობრივი თავისებურებების გავლენა არასრულწლოვნის ქცევაზე  მოზარდთა ანტისოციალური ქცევის დამცავი და რისკ-ფაქტორები; დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური პორტრეტი; დაზარალებულ და მოწმე არასრულწლოვანთან ურთიერთობის სპეციფიკა:

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან  მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და  სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების  გაუმჯობესება.

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

15-17 ივლისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page