Back ევროპის საბჭომ „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის“ მექანიზმი მუნიციპალიტეტების მერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო

ევროპის საბჭომ „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის“  მექანიზმი მუნიციპალიტეტების მერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო

„მოქალაქეების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს“- მინისტრთა კომიტეტის ამ პრინციპის შესაბამისად, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „სამოქალაქო მონაწილეობის პლატფორმები და პრაქტიკა ადგილობრივ დონეზე“.

კონფერენციის  მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში  სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“  გაცნობა და და დისკუსიის წარმართვა მუნიციპალიტეტებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკასთან და ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის ქართულ კონტექსტში გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

სახელმძღვანელოს მეთოდოლოგია ახდენს ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის სტანდარტების ასახვას პრაქტიკულ ჩარჩოში, რომელიც ეხმარება ადგილობრივ უწყებებსა და პრაქტიკოსებს კონტექსტზე დაფუძნებული სამოქალაქო ჩართულობის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში იმისათვის, რომ გააძლიეროს მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 7 რეგიონიდან მუნიციპალიტეტების 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში. 

ღონისძიების ფარგლებში რუსთავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს კარგი პრაქტიკა ინტერსექტორული პლატფორმებისა და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების შემუშავების მიმართულებით. 

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

კაჭრეთი, საქართველო 21 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page