Back ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობებს

ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობებს

ერთდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 27 თებერვალს თბილისში გაიმართა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ განეხილათ სტატისტიკის მეთოდოლოგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია.

დოკუმენტი მომზადდა ევროპის საბჭოს ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით და მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სავარაუდო დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების შეგროვების სათანადო მეთოდოლოგიის შემუშავებას.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!
თბილისი, საქართველო 27 თებერვალი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page