Back საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო, არასამთავრო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო, არასამთავრო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი და საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს თბილისში გამართულ  მაღალი დონის საინფორმაციო შეხვედრაზე.

თბილისი, საქართველო - 5 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს პოლიტიკური ფინანსების  მონიტორინგის სტატუსი, აგრეთვე საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ევროპის საბჭოს პროექტის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლობით ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე.

შეხვედრა გახსნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ვაჰაგ მურადიანმა. შეხვედრის დროს დამსწრე საზოგადოებას პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნეს.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის განახლებული  ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შეიქმნა. ვებ – პლატფორმა საშუალებას აძლევს არჩევნებით დაინტერესებულ მხარეებს და ფართო საზოგადოებას ჰქონდეს უკეთესი წვდომა პოლიტიკური ფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით.

შეხვედრაზე მონაწილეებმა გამართეს აქტიური დისკუსია მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ღონისძიება მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ.

თბილისი, საქართველო 5 აგვისტო, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page