Back შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადამზადებულ ექიმთა რიცხვი იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადამზადებულ ექიმთა რიცხვი იზრდება

2018 წლის 13-16 აპრილს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე ექიმებისთვის 2 ორდღიანი ტრენინგები გამართა. 

სწავლების პროცესში მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სკრინინგის ინსტუმენტები თავისუფლებააღკვეთილი პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაფასებლად, რისი მიზანიც არის ფსიქიკური აშლილობის ნიშნების დროული აღმოჩენა, თვითდაზიანებისა და სუიციდური ქცევის პრევენცია და  მკურნალობის საჭიროებათა განსაზღვრა. მათ ასევე განიმტკიცეს ცოდნა სავარაუდო წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შედეგად მიყენებული დაზიანებების აღწერისა და სათანადო ფორმების შევსების შესახებ. ტრენინგის ერთ-ერთი თემა გახლდათ სამედიცინო შემოწმების შედეგთა განმარტება  და დაკავებული პირის მიერ აღწერილი გარემოებების დაზიანებათა ხარისხთან შესაბამისობის დადგენის ტექნიკა. საგანგებო აქცენტი გაკეთდა დაზიანებათა ფოტოგრაფირების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე. ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესაუბრათ ყოველდღიურ საქმიანობაში წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებზე და მათთან დაკავშირებული შეხედულებები ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ.

4 დღის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორების 27 ექიმმა გაიარა გადამზადება.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება საქართველოში” - ფარგლებში, რომელიც ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთის, შვედეთისა და ლიტვის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება და რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page