Back დისკრიმინაციულ მოტივებზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება

დისკრიმინაციულ მოტივებზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება

6-7 მაისს ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის თემაზე „დისკრიმინაციულ მოტივებზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიება“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევებისა და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლო გზების მიმოხილვას.

ოცდაათამდე მონაწილე გაეცნო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს, დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და განაჩენის გამოტანის რეგიონალურ ინსტრუმენტებს.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page