Back ვაუმჯობესებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას საქართველოში

ვაუმჯობესებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას საქართველოში

26-28 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია სასაწავლო ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს სათავო ოფისს ესტუმრა.

სამდღიანი სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას. ვიზიტის მანძილზე დელეგაცია გაეცნო ევროპის საბჭოს იმ ორგანოების საქმიანობას, რომლებიც წევრ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სასამართლო რეფორმის მხარდაჭერაში არიან ჩართულნი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმის ძირითად საკითხებზე.

დელეგაცია შედგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და არაწევრი მოსამართლეებისაგან. სასწავლო ვიზიტში ასევე მონაწილეობდა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

დელეგაციას დამატებით ჰქონდა შესაძლებლობა, დასწრებოდა დიდი პალატის საქმის განხილვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სამდღიანი სასწავლო ვიზიტი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ორგანიზებით, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page