Back კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ და Tbilisi Open Air-ი თანასწორობისთვის და მრავალფეროვნებისთვის ერთიანდებიან

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ და Tbilisi Open Air-ი თანასწორობისთვის და მრავალფეროვნებისთვის ერთიანდებიან

წელს კამპანიამ „მე ვირჩევ თანასწორობას“ Tbilisi Open Air-თან ითანამშრომლა, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეღო თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ.

ფესტივალის ასობით სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა  ჩართულიყო სხვადასხვა სახალისო და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ. ღონისძიებები  ორგანიზებული იყო კამპანიის მიერ. ფესტივალის კარვების ტერიტორიაზე კამპანიის მხარდაჭერით აშენდა „თანასწორობის ქალაქი“, რომელმაც უმასპინძლა სტუმრებს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან. პროგრამა, რომელიც ფესტივალის სტუმრებისთვის შემუშავდა, მოიცავდა ქვიზებს, გათამაშებებსა და დისკუსიებს საქართველოში თანასწორობასა და მრავალფეროვნების შესახებ. „თანასწორობის ქალაქის“ გარდა, განხორციელდა სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიება, როგორიცაა თანასწორობის კუთხის ორგანიზება და ასევე ვიდეო გზავნილების ჩაწერა თანასწორობასა და მრავალფეროვნების შესახებ.

Tbilisi Open Air, ყოველწლიური საერთაშორისო და ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალია კავკასიაში, რომელიც თბილისში 2009 წლიდან ტარდება. წელს ფესტივალის ცენტრალური თემა თანასწორობა, მრავალფეროვნება და მრავალფეროვანი და თანასწორი საზოგადოების მნიშვნელობის ხელშეწყობა იყო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის.

მე ვირჩევ თანასწორობის კამპანია ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კამპანიის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ #IChooseEquality ფეისბუქ გვერდზე.

 

თბილისი, საქართველო
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page