Back საუბრები ადამიანის უფლებებზე: მღვდელი, ფსიქოლოგი, კამპანიის აქტივისტი, ლიტერატურათმცოდნე, კინომცოდნე და სკოლის დირექტორი თანასწორობის შესახებ საუბრობენ

საუბრები ადამიანის უფლებებზე: მღვდელი, ფსიქოლოგი, კამპანიის აქტივისტი, ლიტერატურათმცოდნე, კინომცოდნე და სკოლის დირექტორი თანასწორობის შესახებ საუბრობენ

2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღის აღსანიშნავად ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, სახალხო დამცველის აპარატთან ერთად გამართა საჯარო ღონისძიება „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“. ღონისძიების მიზანი იყო თანასწორობის, მრავალფეროვნების და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, ლიტერატურის, ფსიქოლოგიის, კინემატოგრაფიის, ახალგაზრდული აქტივიზმის და პერსონალური ისტორიების მაგალითებით.

საუბრები ადამიანის უფლებებზე გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ. ღონისძიებას მოდერაცია გაუწია სახალხო დამველმა ნინო ლომჯარიამ.

სპიკერებმა ისაუბრეს თანასწორობაზე, სიძულვილის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ქრისტიანობის, ქართული ლიტერატურის, კინემატოგრაფიისა და ფსიქოლოგიის კონტექსტში. ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორმა აუდიტორიას გაუზიარა თავისი ისტორია, თუ როგორ შეუწყო ხელი ბოშა ბავშვების ინტეგრაციას ქართულ გარემოში. ევროპის საბჭოს „არა სიძულვილის ენას“ კამპანიის აქტივისტმა სკოპიედან ისაუბრა მის გამოცდილებაზე და ახალგაზრდების როლზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოებისას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების და საელჩოების წარმომადგენლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავისი აზრები ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე და მრავალფეროვნებაზე. მათ დატოვეს წერილობითი მესიჯები სპეციალურად შექმნილ „ადამიანის უფლებების კედელზე“.

საჯარო ღონისძიება „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“ ჩატარდა თანამშრომლობის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოში.

თბილისი, საქართველო 10 დეკემბერი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page