Back HELP-ის კურსი განაჩენის დასაბუთების შესახებ

HELP-ის კურსი განაჩენის დასაბუთების შესახებ

23 ოქტომბერს ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, ოფიციაულრად გახსნეს HELP-ის ონლაინ კურსი განაჩენის დასაბუთების შესახებ.

HELP-ის ონლაინ კურსი შემუშავდა მოსამართლეების საჭიროებებზე დაყრდნობით,  რომლებსაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და განჩინებების გამოყენება მოეთხოვებათ. კურსი არის ინტერაქტიული და აქვს შვიდი სხვადასხვა მოდული, რომელთა შორისაც არის სამართლიანი სასამართლოს უფლება,  სისხლის სამართლის განაჩენების დასაბუთება და სხვ.

სამართლებრივ კონტექსტთან ადაპტირებისს მიზნით პროექტი უზრუნველჰყოფს ორი ადგილობრივი ტუტორის ჩართულობას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ოცი მოსამართლის ასისტენტის დისტანციურ სწავლებას.

ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების ეროვნულ სასამართლოებში უკეთ გამოყენება.  

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ და „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ ფარგლებში.

HELP-ის ონლაინ კურსი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page