Back ახალგაზრდების ჩართვა არჩევნებში

საარჩევნო მოხელეებსა და ახალგაზრდა ლიდერებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი - ‘იაზროვნე და ხმა მიეცი ჩარჩოებს მიღმა’
ახალგაზრდების ჩართვა არჩევნებში

16 მაისს, საარჩევნო მოხელეებს, ახალგაზრდა ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ დისტანციური ტრენერთა ტრენინგი - ‘იაზროვნე და ხმა მიეცი ჩარჩოებს მიღმა’. ტრენინგი დაიგეგმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით.  

 

საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების, არჩევნებში პირველად მონაწილე და ახალგაზრდა ლიდერების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ევროპის საბჭოს უმთავრესი პრიორიტეტია. გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისების, დემოკრატიზაციის პროცესებზე მათი ზეგავლენის გაძლიერებისათვის აუცილებელია ეფექტიანი და მიზანმიმართული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება.

 

ტრენინგის დროს მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების, მათი ტიპებისა და პოტენციური მიზნების შესახებ. ჯგუფური სამუშაოს დროს მონაწილეებმა იმსჯელეს სტრატეგიული მიდგომების, მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივების მკაფიო ხედვის აუცილებლობაზე, შექმნეს არჩევნებში პირველად მონაწილე ამომრჩევლის პროფილი. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები წარმატებული საზოგადოებრივი კომუნიკაციისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის შესახებ.

 

ტრენერთა ტრენინგი გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის ‘საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’ ფარგლებში.

16 მაისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page