Back მონაცემთა შეგროვების შესახებ ხორვატიული პრაქტიკის გაცნობა

მონაცემთა შეგროვების შესახებ ხორვატიული პრაქტიკის გაცნობა

2019 წლის 1-4 აპრილს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით   შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდნენ.  ვიზიტის მიზანი იყო სასწავლო ვიზიტის მონაწილეები დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულისა და სიძულვილის ენაზე მონაცემთა შეგროვების შესახებ ხორვატიის პრაქტიკას გაცნობოდნენ.

სასწავლო ვიზიტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა  უფრო ახლოს გაცნობოდნენ ხორვატიის ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას. მათ   ინფორმაცია მიიღეს მონაცემთა შეგროვების შესახებ ხორვატიაში არსებული გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის თაობაზე.

მონაწილეები შეხვდნენ ხორვატიის გენდერული თანასწორობის ომბუდსმენს, ომბუდსმენის ოფისის,  იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტიდისკრიმინაციულ საქმეებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

სასწავლო ვიზიტი შეესაბამება ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში მიზნებს, რომელიც ხელისუფლებას მონაცემთა პროცესის გაუმჯობესებაში ეხმარება. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page