Back საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები განიხილავენ კორუფციული სამართალდარღვევების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საუკეთესო პრაქტიკას

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები განიხილავენ კორუფციული სამართალდარღვევების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საუკეთესო პრაქტიკას

გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან ტრეინინგში „კორუფციული სამართალდარღვევების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა“, რომელიც ჩატარდა 11-12 ივნისს, თბილისში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შესაძლებლობების  გაძლიერებას საქართველოში კორუფციული და სხვა ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საგამოძიებო ტექნიკა და სტრატეგია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ეფექტიანი გამოყენება, ფინანსური გამოძიების მეშვეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები.

დისკუსიას თან ახლდა კონკრეტული კაზუსები და სავარჯიშოები, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა განეხილათ კორუფციული საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკული საკითხები.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG) პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” (PGG II-GE)  ფარგლებში.  პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის იანვრიდან.

headline თბილისი, საქართველო 11 - 12 ინვისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page