Back

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაიუმჯობესეს პროფესიული უნარები იურიდიული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით

2-3 ივნისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაიუმჯობესეს პროფესიული უნარები იურიდიული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით

ევროპის საბჭომ 2-3 ივნისს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის გამართა ჰიბრიდული ტრენინგი „იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“.

 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25  გამოცდილმა გამომძიებელმა და პროკურორმა. ტრენინგის დროს მონაწილეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებსაც ხვდებიან იურიდიულ პირებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას. 

ევროპის საბჭოს ექსპერტთან დღეისათვის არსებული აქტუალური საკითხების განხილვისას მონაწილეები შეთანხმდნენ იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობას იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრებისას, მათ შორის ძლიერი ფორმალური და არაფორმალური მექანიზმის ჩამოყალიბებით, რომელიც ხელს უწყობს ეფექტური უწყებათშორისი კოორდინაციის განხორციელებას.

ექსპერტმა, შიდა საგამოძიებო მექანიზმებთან ერთად, ასევე, აღნიშნა, თვითგამჟღავნების სარგებლიანობის შესახებ მიუხედავად მისი არასავალდებულო ხასიათისა. რეალური კაზუსების განხილვის გზით, ტრენინგზე მონაწილეებს  მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ მამხილებლების რელევანტურობისა და ასევე, მათთან დაკავშირებული რისკებისა და მათი დაცვის საჭიროების შესახებ.

დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეფექტური სანქციების დაწესების მექანიზმებისა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შესაძლო გზების პოვნის შესახებ მსჯელობას. პრეზენტაციებს თან ახლდა კონკრეტული კაზუსები, რომელთა საშუალებით მონაწილეებს შორის გაიმართა აქტიური მსჯელობა ეკონომიკური დანაშაულებისათვის იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

ეს ტრენინგი არის PGG II ფარგლებში მსგავს საკითხზე იმავე ბენეფიციარებისათვის ორგანიზებული მესამე აქტივობა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 80 პრაქტიკოსი არის დატრენინგებული იურიდიული პირებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობისა და პროპორციული და სათანადო სანქციების დაკისრების შესახებ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესაბამისად.

განხორციელებული აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევას გააუმჯობესონ კორუფციის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში განხილვის არსებული ჩარჩო და შესაძლებლობები.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში.