Back ქართველი გამომძიებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი დაიწყო

ქართველი გამომძიებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი დაიწყო

ევროპის საბჭომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით 20 გამომძიებლისთვის დაიწყო HELP-ის (ადამიანის უფლებები იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის) ონლაინ სწავლების კურსი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.

HELP-ის კურსი შედგება დეტალური და ყოვლისმომცველი მოდულებისგან, რომლის მიზანს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს პასუხის გაუმჯობესება წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, HELP-ის პლატფორმა იძლევა გამომძიებლების შესაძლებლობის გაზრდის უნიკალურ -საშუალებას უსაფრთხოდ, თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენების გზით.

ონლაინ ღონისძიება გახსნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის პოლიტიკის მრჩეველმა- სარა ჰააპალაინენმა.

მისასალმებელ სიტყვაში ნინო ცაციაშვილმა ხაზი გაუსვა რომ „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისი პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია".

წარსულში, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ HELP-ის კურსი 80-ზე მეტმა ქართველმა იურიდიული პროფესიის წარმომადგენელმა გაიარა.

კურსის პრეზენტაცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტისქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოშიფარგლებში.

17 ნოემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page