Back

ქართველი პოლიციის ოფიცრები სექსუალური ძალადობის საქმეებზე ტრენერებად გადამზადდნენ

ქართველი პოლიციის ოფიცრები სექსუალური ძალადობის საქმეებზე ტრენერებად გადამზადდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა  სქეობრივი დანაშაულების საქმეებზე 4 დღიანი ტრენინგ კურსი. 

„აღნიშნული ტრენერთა ტრენინგი მნიშვნელოვანი წინაპირობაა გამომძიებელთა შემდგომი განგრძობადი გადამზადებისთვის, რათა სქესობრივ დანაშაულებზე მართლმსაჯულების პროცესი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ კი სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებს დავუახლოვოთ.“ აღნიშნა იზა კასრელიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა.

მონაწილეები გაეცნენ სექსუალური ძალადობის მთავარ კონცეფციებს, საერთაშორისო და ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს, ეროვნულ სტანდარტებსა და პრაქტიკას, ასევე დაზარალებულებთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ტრეინინგი მიზნად ისახავდა ასევე ტრენერთა უნარების გაძლიერებას. სასწავლო პროგრამა ეფუძნებოდა კვლევას - „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“ და ასევე სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელოს, რომელიც შემუშავდა ეროვნულ  ინსტიტუტებთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“-სთან თანამშრომლობით.

მონაწილეებმა კმაყოფილება გამოხატეს ტრენინგთან დაკავშირებით: „ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება, ხელი შევუწყო მსხვერპლზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებული მიდგომის პრაქტიკაში ეფექტიან იმპლემენტაციას და ამ კუთხით გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას.“ განაცხადა ნატი გელოვანმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა;

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით.