Back ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს ინტერესთა კონფლიქტსა და საჯარო სექტორში კორუფციული რისკების შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევები

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს ინტერესთა კონფლიქტსა და საჯარო სექტორში კორუფციული რისკების შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევები

ევროპის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართა ორ დღიანი ონლაინ სამუშაო შეხვედრა „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სფეროში გამოცდილმა და  შედარებით ახალმა თანამშრომლებმა, ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, აქცენტი გაკეთდა კორუფციის პრევენციის ორ მიმართულებაზე - ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციული რისკების შეფასება. შეხვედრის პირველ დღეს, მონაწილეებმა ინტერაქტიული პრეზენტაციებისა და დისკუსიების საშუალებით განიხილეს არსებული, აშკარა და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი და მისი მართვის მეთოდები, ეფექტური მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების ძირითადი შესაძლებლობები. ტრეინინგმა მონაწილეებისათვის, ასევე,  შექმნა კარგი პლატფორმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური ჩარჩოს განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.

სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საჯარო სექტორში კორუფციის რისკების შეფასებას. 2019 წელს საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მიერ დამტკიცდა კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებში რისკებისა და რისკ ფაქტორების იდენტიფიცირებას. დოკუმენტის პრაქტიკული იმპლემენტაცია ჯერ არ მომხდარა, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მიმართა თხოვნით სხვა ქვეყნებში ასეთი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში წარმატებული იმპლემენტაციის გაზიარების შესახებ. შესაბამისად, ღონისძიების მეორე დღეს მონაწილეებმა განიხილეს რისკების შეფასების ძირითადი კონცეფციები და პრინციპები, შესაბამისი საუკეთესოო პრაქტიკა და იმპლემენტაციის ძირითადი გამოწვევები. დისკუსია დასრულდა პრაქტიკული სავარჯიშოთი, რომლის დროსაც მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში განიხილეს კორუფციული რისკების შეფასების კონკრეტული საკითხები და აუდიტორიას გააცნეს დისკუსიის შედეგები.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

ონლაინ შეხვედრა 19-20 მაისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page