Back ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია

ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია

2018 წლის 20 ნოემბერს ადვოკატთა ასოციაციის 2019-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ადვოკატები, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2019-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა აერთიანებს ამ გეგმის შემუშავებისათვის გამართული სამუშაო შეხვედრებისა და სიტუაციურ კვლევის შედეგებს. კვლევის ფარგლებში განხორციელდა მონაცემთა თვისობრივ ანალიზი - დამუშავდა კითხვარებისა და ფოკუს-ჯგუფ ინტერვიუების შედეგები, რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის პროგრამის კოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა.

სტრატეგიული განვითარების გეგმა ხელს შეუწყობს იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ადვოკატთა ასოციაციის მეტად გამჭვირვალე ფუნქციონირებასა და ეთიკურ-პროფესიული პრინციპების გაძლიერებას.

აქტივობის ორგანიზებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირი/გაეროს ერთობლივმა პროექტმა სასამართლო ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ და ევროპის საბჭოს პროექტმა „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page