Back პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ პირველი მმართველი კომიტეტის შეხვედრა

პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ პირველი მმართველი კომიტეტის შეხვედრა

ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ პირველი მმართველი კომიტეტის შეხვედრა 2022 წლის 24 ივნისს გაიმართა. შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, დანიელ მიულიმ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, ნათია გაბიტაშვილმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, შტეფან სირბუმ გახსნეს.

დანიელ მიულიმ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა სამხრეთ კავკასიისთვის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის პროგრამის ქვაკუთხედია, რომლის მიზანიც გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეების მეტად ჩართვის გზით უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების შექმნაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაიწყოს სკოლაში რათა  ბავშვების ჩართულობა ადრეული ასაკიდანვე წახალისდეს.

სწორედ სკოლაში იღებენ ახალგაზრდები ცოდნას დემოკრატიასა და მონაწილეობის კულტურის შესახებ. „რაც უფრო ადრეული ასაკიდან განვავითარებთ ბავშვების დემოკრატიულ ღირებულებებს, უნარებსა და ცოდნას, მით უკეთეს საზოგადოებას მივიღებთ მომავალ წლებში“, აღნიშნა ნათია გაბიტაშვილმა.

„ჩვენ ბავშვებს არა მხოლოდ ზრდასრული ცხოვრებისთვის, არამედ მოქალაქეობისთვისაც ვამზადებთ. […] ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ბავშვების გათვითცნობიერება საკუთარ უფლებებში და პასუხისმგებლობებში, რათა მათ შეძლონ იმ საზოგადეობის გაუმჯობესება, რომელშიც ცხოვრობენ“, განაცხადა შტეფან სირბუმ.

ევროპის საბჭო პროექტს „დემოკრატია იწყება სკოლებში“ შვეიცარიის  განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების გაზრდილი მონაწილეობით.

პროექტის გუნდმა პარტნიორებს პროექტის ზოგადი მიმოხილვა, სამოქმედო გეგმა და საკომუნიკაციო სტრატეგია წარუდგინა. კომიტეტეტის წევრებმა აქტიური და ნაყოფიერი დისკუსია გამართეს პროექტის მიზნებსა და აქტივობებზე, დეკმოკრატიული განათლების სფეროში უკვე არსებული პროგრამებსა და პლატფორმებზე. ასევე გამოითქვა არაერთი რეკომენდაცია ამ პროცესში ჩართულ ინსტიტუციებს შორის შესაძლო სინერგიებზე. ყველა ჩართულმა მხარემ ევროპის საბჭოსთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოხატა და განხილულ საკითხებზე  უკუკავშირის მიღების გეგმა დასახა.

პროექტის მმართველ კომიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ.  

 

ევროპის საბჭო პროექტს „დემოკრატია იწყება სკოლაში-მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

24 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page