Back სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის HELP პროგრამის ახალ კურსის პრეზენტაცია

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის  HELP  პროგრამის  ახალ კურსის პრეზენტაცია

ევროპის საბჭო წარადგიუნა HELP პროგრამის ახალ კურსი „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა“. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართს კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კახაბერ საბანაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოგაძემ, გენერალური პროკურორის მოადგილემ და ვანო ბოლქვაძემ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა. ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის საბჭოს და სახელმწიფო სტრუქტურების წამომადგენლები, მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები.

ევროპის საბჭოს HELP კურსის „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა“ მიზანს წარმოადგენს მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლების უნარების გაუმჯობესება, რათა მათ უკეთ შეძლონ ეფექტიანი რეაგირების მოხდენა ისეთი მზარდი პრობლემის მიმართ როგორიცაა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა. კურსი შედგება სამი ეტაპისგან: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა. საქმის ფაქტების განხილვის პროცესში კურსის მონაწილეებს ეძლევათ პრაქტიკული რჩევები ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა მიკერძოების ინდიკატორების გამოვლინება, მსხვერპლთან ურთიერთობა და მიკერძოების მოტივის მტკიცებულებების გამოყენება. ეს არის პირველი HELP კურსი, რომელიც სრულად ეფუძნება საქმის სცენარებს. უფასო ონლაინ კურსი შექმნილია პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლებისთვის. კურსში ასევე მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც ადვოკატებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და სხვებს.

კურსი პირველად ტარდება საქართველოში 2019-2020 წლებში გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის.

ღონისძიებაზე, გარდა კურსის პრეზენტაციისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს სიძულვილით მოტივირებული და სიძულვილის ენის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პრაქტიკები.

ევროპის საბჭოს HELP კურსი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები შემუშავდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.
14 ნოემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page