Back თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოების შესახებ საქართველოში

თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოების შესახებ საქართველოში

2018 წლის სექტემბერიდან ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში. ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, სახელმძღვანელო პრინციპები და  მონაცემთა შეგროვების ფორმები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაციებისა და არსებული საჭიროებების შესაბამისად.

მრავალი წლის თანამშრომლობის შემდეგ, დღეს პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ, , შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ხელმოწერის ცერემონია  გენერალურ პროკურატურაში გაიმართა.

ეს ფუნდამენტური შეთანხმება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ოთხ ძირითად მიმართულებას ეხება: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ერთიანი სტატისტიკის კონცეფცია; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კლასიფიკაცია და დასამუშავებელი მონაცემები;  მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის შემუშავება და გამოქვეყნების წესი; მხარეთა შორის ინფორმაციის განაწილება.

თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის დროს, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ,  აღნიშნა: „დღეს ჩვენ ვხედავთ ინტენსიური მუშაობის ხელშესახებ შედეგს - მემორანდუმს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მონაცემთა შეგროვებისა და გამოქვეყნების შესახებ. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა შევძელით. მოუთმენლად ველით შემდგომ პროგრესს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

პარტნიორობის ფარგლებში სახელმწიფო ინსტიტუტები ერთად იმუშავებენ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით.

პროცესს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 23 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page