Back საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალისტები გამოვლინდნენ

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალისტები გამოვლინდნენ

16 ივლისს იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ სარჯველაძისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს მიერ დასახელდნენ საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალისტები. ფინალურ ეტაპზე  გადავიდა ოთხი გუნდი.

ღონისძიება გაიმართა იუსტიციის ტრენინგ ცენტრში. ღონისძიებას დაესწრნენ კონკურსანტები და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

იმიტირებული სასამრთლო პროცესის კონკურსი არის შესანიშნავი შესაძლებლობა ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის საქართველოში, რომ საერთაშორისო სასამართლოების და უმეტესად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმიტირებული წერილობითი და ზეპირი გასაჩივრებით გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო კანონმდებლობაზე.

ღონისძიება მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და ეროვნულ დონეზე განხორციელების ხელშეწყობას.

ეროვნული შეჯიბრის პარტნიორია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა, სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“. ევროპის საბჭო ღონისძიებას მხარს უჭერს ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილის ფარგლებში.

16 ივლისი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page