Back მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა კახეთში

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა კახეთში

2022 წლის 1 ნოემბერს, კახეთში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, პროკურატურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ერთად, გაიმართა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. ღონისძიების მიზანი იყო აღნიშნულ ინსტიტუციებს შორის კოორდინაციის მხარდაჭერა.

 

შეხვედრა გახსნეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ადვოკატები და პროკურორები თბილისიდან და კახეთიდან. დამსწრეებმა განიხილეს სოციალური ზეწოლა და ადრინდელი ჩვენებების ხშირი უარყოფა სასამართლო მოსმენების დროს, არაპირდაპირი მტკიცებულებების მნიშვნელობა, გამოძიების, ან სასამართლო სხდომის დროს მეორადი ვიქტიმიზაციის რისკები და სხვა პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეების წარმოებისას.

 

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო არის ინსტიტუციონალიზებული პლატფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა 2020 წელს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით; მასში მონაწილეობენ სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებს მართლმსაჯულების განხორციელების პრაქტიკულ ასპექტებზე. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო შედგება სამივე უწყების წარმომადგენლებისგან და პასუხისმგებელია უწყებათაშორის კოორდინაციაზე, რეკომენდაციების გავრცელებაზე და შემდგომ ქმედებებზე.

 

შეხვედრა მოეწყო ევროპის საბჭოს პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში.

1 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page