Back ვაყალიბებთ მედიაწიგნიერების პლატფორმას

ვაყალიბებთ მედიაწიგნიერების პლატფორმას

4 ივნისს გაიმართა ევროპის საბჭოსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა "მედიაწიგნიერება საქართველოს კონტექსტში".

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის "მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მარეგულირებელმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

დაინტერესებულმა მხარეებმა წარმოადგინეს მედიაწიგნიერების მხრივ მათი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია. ასევე გაიმართა მსჯელობა დაინტერესებულ მხარეებს შორის შესაძლო თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციის ირგვლივ. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.

სამუშაო შეხვედრის მთავარი შედეგია დაინტერესებულ მხარეებს შორის მედიაწიგნიერების ქსელის შექმნაზე შეთანხმების მიღწევა, რომლის მიზანის საქართველოს საზოგადოებაში მედიისა და ინტერნეტ კონტენტის შესახებ ცოდნისა და უნარების გაღრმავება.

თბილისი 4 ივნისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page