Back თანასწორობის ელჩები მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე ადგილობრივ ინიციატივებს გეგმავენ

თანასწორობის ელჩები მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე ადგილობრივ ინიციატივებს გეგმავენ

ევროპის საბჭოს „მე ვირჩევ თანასწორობას“ კამპანიის ახლად შერჩეულმა თანასწორობის ელჩებმა ერთკვირიანი ონლაინ საინფორმაციო სესიების დროს ევროპის საბჭოს ექსპერტებისა და აქტივისტების დახმარებით მიიღეს ინფორმაცია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, სიძულვილის ენის, აქტივიზმისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კომუნიკაციის შესახებ. საინფორმაციო სესიების მიზანი იყო თანასწორობის ელჩების მხარდაჭერა თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ თავიანთი ინიციატივების განვითარებისა და დაგეგმვის პროცესში და ასევე სასარგებლო ინსტრუმენტების გამოყენების მხრივ. თანასწორობის ელჩების აქტივობები  მთელი წლის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში განხორციელდება.

თანასწორობის ელჩების კონკურსმა, რომელიც კამპანიის ”მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში ჩატარდა, გააერთიანა თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ აქტიური წვლილი შეიტანონ  თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაში. თანასწორობის ელჩები შეირჩნენ 2020 წლის თანასწორობის კვირეულის ფარგლებში.

ღონისძიება ჩატარდა „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

25 იანვარი - 1 თებერვალი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page