Back თანასწორობის ელჩები სამომავლო აქტივობებს გეგმავენ

თანასწორობის ელჩები სამომავლო აქტივობებს გეგმავენ

ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩები ორდღიან შეხვედრაზე შეიკრიბნენ განხორციელებული აქტივობების მიღწევებისა და გამოწვევების  და ასევე სამომავლო აქტივობების გეგმების განსახილველად.  

ღონისძიების ფარგლებში ისინი  ასევე შეხვდნენ  სახალხო დამცველისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ადამიანის უფლებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამართლებრივ მექანიზმებზე სასაუბროდ.

შეხვედრის შედეგად, თანასწორობის ელჩებმა მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ  სამომავლო ინიციატივები თბილისსა და რეგიონებში დაგეგმეს. ელჩების მიერ უკვე განხორციელებული აქტივობები მოიცავს ონლაინ დისკუსიებს თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ, მრავალფეროვნების კვირეულს, რომლის ფარგლებში გამოფენა, ფილმის ჩვენება და ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა და ასევე გრაფიტს.  

თანასწორობის ელჩები, რომლებიც  ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შეირჩნენ, ცდილობენ აქტიური წვლილი შეიტანონ  თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაში.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

17-18 ივლისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page