Back შემოწირულობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკისთვის

შემოწირულობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკისთვის

2017 წლის 24 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლას ეწვია.  ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების  პროექტის საბოლოო ფაზის განხორციელების განხილვა სკოლის დირექტორთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად და ამასთანავე პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეძენილი წიგნების გადაცემა.

წიგნები მოიცავდა პუბლიკაციებს ეროვნულ და საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა საკითხებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე და ასევე კომუნიკაციაზე, ლიდერობასა და სხვა პროფესიულ უნარებზე. 

როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა, ლაშა მაღრაძემ განაცხადა: „ წიგნების სია ისე იყო შედგენილი რომ ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში შემუშავებული  სასწავლო მოდულების განვითარების პროცესი დასრულებულიყო. აღნიშნული დამატებითი ლიტერატურა   წარმოადგენს განახლებულ ინფორმაციაზე წვდომის წყაროს როგორც ტრენერებისთვის და ასევე- ტრენინგის მონაწილეებისთვის“.

აღნიშნული შემოწირულობა განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page