Back

სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება მონაცემთა დაცვის მიმართულებით

16 ნოემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება მონაცემთა დაცვის მიმართულებით

ევროპის საბჭომ, სამართლის სფეროს პროფესიონალებისთვის დაიწყო ადამიანის უფლებები იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის (HELP) კურსის სწავლება პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების უფლებების შესახებ, რომელიც საქართველოში მეორედ ხორციელდება.

კურსი ჩატარდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან (საქართველოს მონაცემთა დაცვის ორგანო) თანამშრომლობით.

HELP ონლაინ კურსი მოამზადებს 30-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. ტრენინგს დროს ყურადღება გამახვილდება პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების უფლებების შესახებ ევროპულ სტანდარტებზე, ინდივიდების უფლებების ჩათვლით, მათ პირად მონაცემებთან, მონაცემთა შენახვასთან, უსაფრთხოებასთან, მათ დამუშავებასა და სხვა ასპექტებთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ყოველდღიურ საქმიანობაში.

კურსი გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში, რაც მიზნად ისახავს მონაწილეების შესაძლებლობების გაძლიერებას პერსონალური მონაცემთა დაცვის კუთხით ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

HELP კურსის ონლაინ წამოწყება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისმედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოშიმხარდაჭერით.

ვიდეო გაკვეთილი თუ როგორ დარეგისტრირდეთ HELP პლატფორმაზე  და როგორ შექმნათ თქვენი პროფილი ხელმისაწვდომია აქ და აქ.