Back დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა შრომის უფლებების შესახებ საქართველოში

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა შრომის უფლებების შესახებ საქართველოში

ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ინიციატივით, შედგა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრა, რომლებიც საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ძირითადი დონორი ორგანიზაციები და დაინტერესებული მხარეები საქართველოში, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის განყოფილება, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. შეხვედრის მიზანი იყო დონორთა საქმიანობის მიმოხილვა და კოორდინაცია, მათ შორის მიმდინარე მიზნებისა და ამოცანების განხილვა, რათა ხელი შევუწყოთ მთავრობის პრიორიტეტებისა და დონორთა სექტორული ინტერვენციების უკეთ თანაფარდობას.

პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მიზანია საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების მიწოდების პროცესში და საქართველოს კანონმდებლობის (კონკრეტულად შრომითი უფლებების მიმართულებით) ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მისი აქტივობების კოორდინაციას სხვა დონორებთან და პარტნიორებთან.

ევროპის საბჭოს პროექტის გუნდის მიერ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან პროექტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრების დროს, რამდენიმე მხარემ მიუთითა სამუშაო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა უკეთ გამოიყენონ სინერგიები, გააძლიერონ არსებული წარმატებული ინიციატივები, გაიზიარონ გამოცდილებები და თავიდან აიცილონ შესაძლო გადაფარვები პრაქტიკულ დონეზე. აქედან გამომდინარე, ევროპის საბჭომ წამოიწყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მასპინძელი ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სივრცის ორგანიზება რეგულარული განახლებული ინფორმაციის გაცვლისთვის და აქტივობების პოტენციური კოორდინაციისთვის.

ზემოთხსენებულ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე ყველა წარმომადგენელმა წარადგინა თავისი სააგენტო/ორგანიზაცია და საქართველოში შრომითი უფლებების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. ყველა მათგანმა გამოხატა მჭიდრო თანამშრომლობის საერთო სურვილი და შესაძლებლობა გააგრძელონ ასეთი შეხვედრები რეგულარულად, რათა დონორთა საქმიანობასა და დაფინანსებაში არსებული საჭიროებები ადვილად გამოვლენილი იქნას და მათი ძალისხმევა და მიზანმიმართულება გაუმჯობესდეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები გაერთიანდნენ კოორდინაციისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით საქართველოში შრომითი უფლებების მდგომარეობის უფრო ეფექტური და სწრაფი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოშიფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

 

24 თებერვალი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page