Back საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის დოკუმენტის განხილვა პარლამენტის წევრებთან

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის დოკუმენტის განხილვა  პარლამენტის წევრებთან

ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ორგანიზებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა დისკუსია  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის დოკუმენტის თაობაზე.  ღონისძიებამ ერთ სივრცეში შეკრიბა საერთაშორისო ექსპერტები, პარლამენტის წევრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის სამმართველოს წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მსხვერპლთა უფლებების დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, საპროცესო შეთანხმების წარმოება და აღკვეთის ღონისძიებების სისტემა. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და სტამბულის კონვენციის სრულად განხორციელებასთან მიმართებაში.

 

კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიმოხილვის დოკუმენტი წარმოადგენს  მნიშვნელოვან საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემდგომი მუშაობის დაგეგმვისთვის. , ღონისძიების მონაწილეებმა ასევე, განიხილეს შესაძლო შემდგომი ქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის პროცესის წინსვლისთვის.

 

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში.

8 აპრილი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page