Back განვიხილავთ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან გზებს

განვიხილავთ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან გზებს

18-19 მარტს ჩატარდა ორდღიანი სემინარი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნაზე პროკურატურის ოფისისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგი მიზნად ისახავდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებაში არსებული დაბრკოლებების და მათი გადალახვის გზების განხილვას, მათ შორის მსხვერპლთა მხარდაჭერასთან მიმართებაში.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესახებ; მიმოიხილეს ძირითადი ცნებები როგორიცაა მრავალფეროვნება, სტერეოტიპები და შეუწყნარებლობა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის განსხვავებული მოდელები და ის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page