Back საქართველოს ადვოკატებთან ერთად განვიხილავთ მხარეთა თანასწორობას პრინციპს სისხლის სამართლის პროცესში

საქართველოს ადვოკატებთან ერთად განვიხილავთ მხარეთა თანასწორობას პრინციპს სისხლის სამართლის პროცესში

3-4 და 12-13 დეკემბერს, ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, ადვოკატების ორი ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგები პირადი ცხოვრებისა და სისხლის სამართლის საქმეებში მხარეთა თანასწორობის შესახებ.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა 45 მონაწილეს მიეღო ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, პირადი ცხოვრების უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებზე.  ადვოკატებმა მიმოიხილეს სამართლიანი სასამართლოს ძირითადი პრინციპები, მათ შორის შეჯიბრებითობის შესახებ სასამართლო პროცესებზე, მხარეთა თანასწორობაზე, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობასა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასევე მონაწილეებმა განიხილეს პირადი ინფორმაციისა და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის მნიშვნელოვანი საკითხები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page