Back

დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ

დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ

29-30 მარტს ევროპის საბჭოს ორგანიზებით იურიდიული პროფესიის წარმომადგნლებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეების დროს გამოვლენილ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს, სტამბოლის კონვენციით განსაზღვრული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის კუთხით არსებული გამოწვევების გადაჭრის შესაძლო საკანონდებლო თუ პრაქტიკული  გზები. შეხვედრის ძირითადი მიგნებები აისახება ღონისძიების საბოლოო ანგარიშში და საფუძვლად დაედება სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას, მათ შორის პროკურატურის შესაბამისი  სახელმძღვანელო მითითებების დახვეწას.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა „სწრაფად ცვალებადი კანონმდებლობის და მოთხოვნების ფონზე, ამგვარი მრავალ-უწყებრივი, ერთობლივი დისკუსიები საუკეთესო საშუალეებაა იმისთვის, რომ პროფესიონალებს შორის დამკვიდრდეს სხვადასხვა პროცესუალური თუ მატერიალურ სამართლებრივი საკითხების ერთგვაროვანი ხედვა ამ კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი  რეაგირების მიზნით“.

ღონისძიება წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის სფეროში ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას.  

შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია ფარგლებში.