Back Discussing asset declarations and prevention of conflict of interest

Discussing asset declarations and prevention of conflict of interest

საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა და გენერალური პროკურატურის სპეციალიზირებულმა გამომძიებლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრეინინგში „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ეფექტიანი მონიტორინგი და ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია“. ტრეინინგი გაიმართა 4-5 ივნისს, თბილისში, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს ქონებრივი დეკლარაციები და მათი  შემოწმების მიზანი, დაუსაბუთებელი ქონების გამოვლენის გზები და კეთილსინდისიერების სარწმუნოობის უზრუნველყოფის საშუალებები, შემოწმების სტადიები, სარწმუნოობის შემოწმების მეთოდები, ისევე როგორც სრული აუდიტის პროცესი.

 

თითოეულ თემას თან ახლდა შესაბამისი კაზუსების განხილვა, რომლებიც შეირჩა იმ მონაწილეთა საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც ახორციელებენ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგსა და შემოწმებას.

 

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG) პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში.  პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის იანვრიდან.

თბილისი, საქართველო 4-5 ივნისი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page