Back ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა

ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა

სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პროკურორების ცნობიერების ამაღლების მიზნით ევროპის საბჭომ ჩაატარა ორდღიანი სემინარი, სადაც  საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები განიხილეს.

ტრენერმა პროკურორებმა მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთ კოლეგებს საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელებზე, როგორიცაა EUROPOL და EUROJUST, განიხილეს პროკურორებისთვის ექსტრადიციის საკითხებში არსებული ძირითადი დაბრკოლებები და მათი გადაჭრის გზები.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ღია რესურსების გამოყენებაზე, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის არსებულ სქემებზე, გამოძიების პროცესის სპეციფიკაციებსა და ექსტრადიციის დროს დაკავების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებზე. ევროპის საბჭო ასევე შესაძლებლობას აძლევს იურიდიული პროფესიის მქონე პირებს, რომ ჩაერთონ HELP ონლაინ კურსში "საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში", რომლის პრეზენტაცია საქართველოში 2020 წლის აპრილში შედგა.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში.

1-2 ოქტომბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page