Back

ევროპის საბჭომ სადაზღვევო კომპანიებთან დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმები განიხილა

28-29 ივნისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ევროპის საბჭომ სადაზღვევო კომპანიებთან დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმები განიხილა

ევროპის საბჭომ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად დაიწყო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის პრევენციასა და თანასწორობის დაცვას კომპანიებში და მათ მიერ გაწეულ სერვისებში.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის საბჭომ, სახალხო დამცველის აპარატმა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ. ტრენინგი მიზნად ისახავდა თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების განხილვას სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდებული პრევენციის მექანიზმების ასახვის მიზნით. ტრენინგზე ასევე განიხილეს და შეაფასეს სადაზღვევო კომპანიებში დისკრიმინაციული პრაქტიკა.

ეს არის პირველი შეხვედრა კერძო სექტორთან თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პოლიტიკის შესახებ, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ. ასევე გათვალისწინებულია შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა ბიზნეს სექტორთან, როგორიცაა სტუმართმასპინძლობისა და საბანკო სექტორი, რათა  კერძო სექტორის არადისკრიმინაციული პოლიტიკის თანხვედრა მოხდეს ევროპულ სტანდარტებთან.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.