Back სასამართლოს წარმომადგენლებმა გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკის წარმოებაში

სასამართლოს წარმომადგენლებმა გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკის წარმოებაში

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში  სასამართლოს წარმომადგენლებისთვის  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენაზე ევროპული სტანდარტების მიხედვით სასამართლოში სტატისტიკის წარმოების შესახებ ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სასამართლოს პერსონალის შესაძლებლობების გაზრდას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სასამართლოს თანაშემწეები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. ტრენინგის მოდული მოიცავდა თემებს, როგორიცაა დისკრიმინაციის, დისკრიმინაციის ნიშნით/შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების/სიძულვილის ენის შესახებ სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ვალდებულებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის მიხედვით; ძირითადი განმარტებები;  სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულის შესახებ ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული უახლესი გადაწყვეტილებების მიმოხილვა და გამოკვეთილი სისტემური პრობლემების ანალიზი.

ეს აქტივობა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოშიფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

15-16 ივლისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page