Back ევროპის საბჭო მხარდაჭერას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, უზრუნველყოს პრო ბონო იურიდიული მომსახურება სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის

ევროპის საბჭო მხარდაჭერას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, უზრუნველყოს პრო ბონო იურიდიული მომსახურება სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის

2020 წლის 10 ივლისს ევროპის საბჭომ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წამოიწყეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის პრო-ბონო იურიდიული მომსახურების მიწოდებას, კონსულტაციისა და სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის დაფარვას.

COVID-19 პანდემიამ საქართველოში მრავალი ადამიანი და ოჯახი დატოვა უმძიმეს ფინანსურ პირობებში. სხვა სირთულეებს შორის, მოწყვლად ჯგუფებს არ აქვთ სამართლებრივი წარმომადგენლობის გადახდის სახსრები, რადგან ბევრ მათგანს ემუქრება შემოსავლის წყაროს შემცირება ან დაკარგვა, მაგრამ მით უფრო საჭიროებენკონსულტაციას და წარმომადგენლობას შრომითი უფლებების შესახებ დავებზე. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ერთი ფუნდამენტური უფლება - სამართლიანობა და ეფექტური წარმომადგენლობა - შესაძლოა გართულდეს მათთვის, ვინც ყველაზე მოწყვლადია.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაწერილი პრო ბონო იურიდიული მომსახურება დაფარავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს. ამ მიზნით, რუსთავიდან, თბილისიდან, სამეგრელოდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და ქობულეთიდან ღია კონკურსით შეირჩა 11 იურისტი.

პროექტის ბენეფიციარები არიან მარტოხელა მშობლები, რომლებიც არ შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუმცა სოციალური აგენტის მიერ იდენტიფიცირებულნი არიან სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფ პირებად.

განცხადების ჩაბარება/გაგზავნა შესაძლებელია ადვოკატთა ასოციაციის ოფისში მატერიალური ფორმით (მისამართზე: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა N8) ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]. პროექტს აქვს ცხელ ხაზიც: 599 19 33 44.

პრო ბონო მომსახურების ინიციატივა გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში - 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

COVID-19–ით დაზარალებული მოწყვლადი პირებისთვის პრო ბონ მომსახურების მხარდაჭერა ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ნორვეგიის, ევროკავშირის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, HRTF, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ლიხტენშტინი, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდი და ლატვიის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

10 ივლისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page