Back ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოში ბრუნდება პერიოდული ვიზიტის დასასრულებლად

2025 წლის 21-22 იანვარს ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კომიტეტის (CPT) დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (თბილისი)

გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (თბილისი)

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შესაძლებლობა მიეცა შეეფასებინა 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (თბილისი) პატიმრობაში მყოფი პირების მოპყრობის პირობები. აგრეთვე, დელეგაციამ შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) ხელმძღვანელობასთან, რათა განეხილათ დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებებისა და ბრალდებების გამოძიების პროგრესი.

დელეგაცია შეხვდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის იუსტიციის მინისტრის ორ მოადგილეს – ბექა ძამაშვილსა და ნიკო თათულაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – ალექსანდრე დარახველიძეს, და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ მოადგილეს – ირინა წაქაძესა და თეა გიორგაძეს. მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დელეგაციამ წარადგინა წინასწარი დაკვირვებები, რომლებიც 2024 წლის 18-29 ნოემბრის პერიოდული ვიზიტისა და მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში იყო მიღებული. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაური.

CPT-ს წარმოადგენდნენ თერეზ რიტერი, CPT-ის მეორე ვიცე-პრეზიდენტი, და ალექსანდერ მინჩევი. დელეგაციას თან ახლდნენ CPT-ის სამდივნოს წარმომადგენლები – ბორის ვოდსი (განყოფილების ხელმძღვანელი) და ელვინ ალიევი.

 

CPT და საქართველო

24 იანვარი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge