Back ევროპის საბჭო და ევროკავშირის წარმომადგენლობა 2015-2018 წლების პროექტების შედეგებს წარადგენენ

ევროპის საბჭო და ევროკავშირის წარმომადგენლობა  2015-2018 წლების პროექტების შედეგებს წარადგენენ

სამშაბათს, 6 ნოემბერს, ევროპის საბჭო და ევროკავშირის დელეგაცია მედიას პროექტების შედეგები წარადგინეს.

2015-2018 წლებში, საქართველოში 8 პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4.1 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 85% ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო 15% - ევროპის საბჭო. პროექტები ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებასა და არჩევნების მხარდაჭერას. გარდა ამისა, საქართველო 14 რეგიონულ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

შეხვედრა გახსნეს და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს : ბ-ნი კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა; ქ-ნი კატალინ გერმანი - თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში; ქ-ნი პილარ მორალესი - ევროპის საბჭოს (სტრასბურგი) პროგრამული თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ქ-ნი ნინო ბააკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ზოგადი ინფორმაცია:
მოკლე ინფორმაცია საქართველოს შედეგებზე
მოკლე ინფორმაცია რეგიონულ შედეგებზე
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ევროკავშირი/ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page