Back ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროექტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები განიხილავენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემას საქართველოში

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროექტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები განიხილავენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემას საქართველოში

2017 წლის 22 მარტს ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში  და ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი გამართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში. ღონისძიება ჩატარდება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან”, რომელიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 – 2017 წლის  “პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს” ნაწილი და ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, რომელიც ხორციელდება „ჰულა და კომპანია ჰიუმან დაინამიკს კგ“ (Hulla & Co. Human Dynamic KG) მიერ, ფარგლებში.

მოწვეულ სტუმრებს მიმართავენ ბ-ნი კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ბ-ნი პიტერ დენისი, ატაშე, სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; მოსამართლე ბ-ნი ლევან თევზაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ბ-ნი გიორგი გოგაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე და ბ-ნი დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობის მდივანი.

შეხვედრა უზრუნველყოფს მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატებისთვის სადისკუსიო პლატფორმას, სადაც განიხილავენ  საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოცდილებასა და სირთულეებს. შეხვედრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ექსპერტებისგან მოისმინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში არსებული საერთაშორისო გამოცდილება.

შეხვედრა გაიმართება 10.00 საათზე, ოთხშაბათს, 22 მარტს, სასტუმრო რუმსში (მ. კოსტავას ქ. 14). თარგმანი უზრუნველყოფილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მეტი ინფორმაციისთვის:  http://eap-pcf-eu.coe.int

საკონტაქტო პირი: ნინო არდია, პროექტის ასისტენტი [email protected] +995599235522

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge