Back ვაგრეძელბთ ტრენინგების სერიას გამოხატვის თავისუფლების თემაზე

2018 წლის 17-18 ნოემბერს საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების ჩართულობითა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე “გმოხატვის თავისუფლება”. სემინარში მონაწილეობა მიიღო 22-მა მოსამართლემ.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი საქმეებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესახებ. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მე-10 მუხლის სტრუქტურასა და ევროპული კონვენციით განსაზღვრულ სხვა კვალიფიციურ უფლებებსა და კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ტრენინგზე ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა რეპუტაციისა და ჟურნალისტური წყაროების დაცვის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები პოლიტიკურ სიტყვასთან მიმართებაში, დაცული უფლებები, შესაძლო ჩარევის ფარგლები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მე-10 მუხლთან მიმართებაში.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ და „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page