Back 3-4 თებერვალს კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია საქართველოს ეწვევა

3-4 თებერვალს კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია საქართველოს ეწვევა

მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, შეაფასოს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არსებული სირთულეები და განიხილოს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ორგანიზება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისობაში ჩატარება.

კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი, რეგიონთა პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან ეკი და ადგილობრივი თვითმმართველობების პალატის პრეზიდენტი ბერნდ ფიორინგერი, გენერალურ მდივან მეტიუ მორისთან ერთად, შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების, ძირითადი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახალხო დამცველის ოფისის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით, კონგრესის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას მიმართა თხოვნით, მოსაზრება მოამზადოს საარჩევნო კოდექსში ბოლო პერიოდში შემოთავაზებულ ცვლილებებზე. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა შეასუსტოს პროპორციული სისტემა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და უპირატესობა მიანიჭოს უმრავლესობას.

თბილისი, საქართველო 21 იანვარი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge