Back კონფერენცია: დავასრულოთ ქალთა მიმართ ძალადობა- მოქმედების დროა

კონფერენცია: დავასრულოთ ქალთა მიმართ ძალადობა- მოქმედების დროა

იტალიის საელჩო და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, 25 მარტს უმასპინძლებენ ჰიბრიდულ ღონისძიებას, რომლის მიზანიც იქნება ცნობიერების ამაღლება და ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის დასასრულებლად მოქმედების ხელშეწყობა. იტალია ამჟამად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.

დისკუსია ფოკუსირდება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შედეგებზე, როგორც გლობალურ დონეზე, ასევე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის გათვალისწინებით (შემდგომში - სტამბოლის კონვენცია), რომელსაც საქართველო 2017 წელს შეუერთდა.

ღონისძიებას გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ნიკო თათულაშვილი. სპეციალური ვიდეომიმართვით, კონფერენციაზე ჩაერთვება იტალიის ოჯახისა და თანაბარი შესაძლებლობებისა მინისტრი ელენა ბონეტი და ასევე პრეზენტაციას გააკეთებს ევროპის საბჭოს ექსპერტი თამარ დეკანოსიძე.

 

კონფერენციაზე ასევე გაიმართება პანელური დისკუსია, რომელსაც მოდერირებას გაუწევს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) ქართველი წევრი, ლია ნადარაია. დისკუსიის ნაწილში ჩაერთვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე, გაერთიანებასაფარისაღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია,რომა 3“ უნივერსიტეტის, იტალიის თანაბარი შესაძლებლობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ქრისტიანა კარლეტი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოგხვრის პროგრამის მენეჯერი ირინა ჯაფარიძე.

სტამბოლის კონვენცია არის ყველაზე ყოვლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოებს სთხოვს მოახდინონ   ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური  და ძალადობის სხვა ფორმების კრიმინალიზაცია.

კონფერენცია ხელს შეუწყობს დისკუსიას გენდერული ძალადობის პრევენციისა და გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ არსებული გამოწვევების შესახებ,  საქართველოს ხელისუფლების, ექსპერტებისა და ადგილობრივი დიპლომატიური საზოგადოების ჩართულობით. დისკუსიაში ასევე ჩაერთვებიან სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სამყაროს კვალიფიციური წარმომადგენლები, ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად მიღწეული პროგრესის შეფასების და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.

საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირების და ცნობიერების ასამაღლებლად ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოში იტალიის საელჩოს სოციალური მედიის პროფილებზე.

თბილისი, საქართველო 24 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page