Back

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე შემთხვევის მმართველთა გადამზადება

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე შემთხვევის მმართველთა გადამზადება

2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს 56 შემთხვევის მმართველმა და გამომძიებელმა მონაწილეობა მიიღო ორდღიან ტრენინგში სექსუალური ძალადობის ჩამდენ მოძალადეებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ. 

აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო სამინისტროს თანამშრომლების მხარდაჭერა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან და დამნაშავეებთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საქმეებთან, ადამიანის უფლებების შესაბამისი პრინციპების ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებაში. ამგვარად, მონაწილეები გაეცნენ შესაბამის ფსიქოლოგიურ ასპექტებს და უნარებს ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის ‘ადამიანის დაცვით საპოლიციო ზომების გატარება  საქართველოში’, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისათვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიების და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

ჩვენ ერთად ვმუშაობთ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.