Back კამპანია სკოლებში - არა ძალადობას!

კამპანია სკოლებში - არა ძალადობას!

შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა 19 თებერვალს გორის მე-5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ სკოლებში ძალადობის აღმოფხვრისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის  საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად წამოწყებული კამპანიის ნაწილია. აღნიშნული კამპანია გულისხმობს საინფორმაციო ვიზიტების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა საჯარო სკოლაში. კამპანიის პირველი შეხვედრები უკვე ჩატარდა 2019 წლის დეკემბერში თბილისში. სასკოლო კამპანია გაგრძელდება 2021 წლამდე და მოიცავს საქართველოს სხვა რეგიონებსაც.

გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომელიც მუშაობს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებზე; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე; პოლიციის არამართლზომიერი ქმედებების საპასუხოდ ქმედით სამართლებრივ მექანიზმებზე და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებაზე.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

19 თებერვალი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page